Charlie Hebdo-მ ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული ავიალაინერის კარიკატურები გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 06.11.2015
ნანახია: 2066

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა Charlie Hebdo-მ ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული ავიალაინერის კარიკატურები გამოაქვეყნა.

ერთ-ერთ კარიკატურაზე გამოსახულია ავტომატით შეიარაღებული ტერორისტი, რომელსაც თავზე თვითმფრინავის ნამსხვრევები და მგზავრი ეცემა. კარიკატურას აქვს წარწერა ”ისლამური სახელმეიფო”: რუსეთი აძლიერებს დაბომბვას”.

ჟურნალი პირველად არ ბეჭდავს კარიკატურებს ტრაგედიის თემაზე. ზაფხულში ინდოეთის ოკეანეში დაკარგული მალაიზიური ლაინერის პირველი ნამსხვრევების აღმოჩენის შემდეგ Charlie Hebdo-ს მხატვრებმა გამოაქვეყნეს კარიკატურა, რომელზეც ბორტგამცილებლისა და პილოტის ”ფრაგმენტებია” გამოსახული.სექტემებერში კი ჟურნალი კვლავ მოექცა მძაფრი კრიტიკის ქვეშ. მორიგ ნომერში მან სირიელი დაღუპული 3 წლის ბიჭუნას კარიკატურა გამოაქვეყნა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე