„აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 95%-იანი წილი „ბ&ნ“-მა იყიდა

საქართველო, თბილისი - 16:53 | 06.11.2015
ნანახია: 2688

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 95%-იანი წილი „ბ&ნ“-მა იყიდა. როგორც მთავრობის №2248 განკარგულებიდან ირკვევა, გარიგების მოცულობამ 0,8 მლნ ლარი შეადგინა. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, „ბ&ნ“-მა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში, „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ საკუთრებაში უძრავ ქონებაზე მინიმუმ 700 საწოლზე გათვლილი სამედიცინო დაწესებულება უნდა შექმნას. პროექტი მინიმუმ 2400 კვ.მ ფართობის მქონე ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობასაც ითვალისწინებს.

ინვესტორი პროექტში მინიმუმ 6 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე