შუახევში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა აშენდება

საქართველო, თბილისი - 13:51 | 06.11.2015
ნანახია: 2381

შუახევში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმა აშენდება. მთავრობის №2270 განკარგულების მიხედვით, კოოპერატივ „რკ აგროეკოსურსათს“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, შუახევში, სოფელ გოგინაურში მდებარე 2 944.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა, სადაც კოოპრეტივი ფერმას 2 წლის ვადაში ააშენებს.

მერძეულ-მეხორცული ფერმის მშენებლობაში „რკ აგროეკოსურსათი“ 160  ათას 77 6ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, „რკ აგროეკოსურსათმა” წლის განმავლობაში, არანაკლებ 40 ათასი ლიტრი რძისა და არანაკლებ 3000 ათასი კგ საქონლის ხორცის წარმოება უნდა უზრუნველყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე