პირველი ივლისიდან თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება

საქართველო, თბილისი - 18:47 | 27.06.2017
ნანახია: 1367

პირველი ივლისიდან, თბილისი-ბათუმის მატარებლით მგზავრობა ძვირდება.

არსებული ინფორმაციით, ივლისი-აგვისტოს პერიოდში, ბათუმის მიმართულებით მოძრავი ყველა მატარებლის ბილეთის ფასი გაიზრდება.

შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი ელექტრო მატარებლის პირველი კლასის ბილეთი, ნაცვლად 35 ლარისა, 60 ლარი ეღირება. ხოლო მეორე კლასის ბილეთი კი - 18 ლარის ნაცვლად, 25 ლარი გახდება.

ასევე, იზრდება ფასები ბათუმის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელზეც. პირველი კლასის ბილეთი 25 ლარის ნაცვლად, 40 ლარი იქნება. ხოლო მეორე კლასის ბილეთი კი - 18 ლარის ნაცვლად, 24 ლარი გახდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე