Vertu ჩინელ ინვესტორებს მიყიდეს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 06.11.2015
ნანახია: 1698

ჩინელმა ინვესტორმა შვედური საინვესტიციო კომპანია EQT VI-გან პრემიუმ სეგმენტის სმარტფონების მწარმოებელი Vertu იყიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი Vertu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც კომპანია Vertu-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მისი მფლობელი ჰონკონგში ბაზირებული Godin Holdings-ი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს შვედურმა EQT VI-მა Vertu ფინური Nokia-გან გამოისყიდა, მაშინ გარიგების მოცულობა €200 მლნ-ს შეადგენდა. თავის მხრივ Nokia-მ Vertu 2008 წელს დააფუძნა, რათა სმარტფონების ახალი ხაზი luxury გამოეშვა.

აღშანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Vertu-მ 450 ათასი ტელეფონი გაყიდა, რომელთა საშუალო ღირებულება £5000 იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე