ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:05 | 05.06.2017
ნანახია: 1207

5 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4233 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4253 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.20 თეთრი შეადგინა.                              

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7235 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7205 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.30 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6882 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1268 ლარი

ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 ივნისიდან  შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე