ტელეკომპანია "4KB" საქართველოს შესახებ ფილმს იღებს

საქართველო, თბილისი - 11:21 | 30.05.2017
ნანახია: 1212

სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულ საკაბელო ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ფილმს იღებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტელეკომპანია 4KB-ის დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფის 9 წევრი საქართველოს ეწვია.

სამხრეთ კორეის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ 1 საათიან დოკუმენტურ ფილმს იღებს.

ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ქართულ კერძებს და ღვინოს დაეთმობა. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ბათუმი და საქართველოს სხვა რეგიონები მოინახულეს და ტურისტული ღირსშესანიშნაობები გადაიღეს.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. კორეელი ჟურნალისტებისთვის სპეციალური კულინარიული მასტერკლასები გაიმართა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე