საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი მობილბანკი - mBank-ი დანერგა
საქართველო, თბილისი - 16:03 | 29.05.2017 ნანახია: 1926საქართველოს ბანკმა სრულიად ახალი მობილბანკი - mBank-ი დანერგა. mBank-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის საჭირო მობილური ცხოვრებისთვის, ყველა საბანკო ოპერაცია კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად შეასრულოს. აღსანიშნავია, რომ ახალი mBank-ი საქართველოს ბანკის გუნდის მიერ შეიქმნა და 100%-ით ქართული პროდუქტია. mBank-ის საინტერესო დიზაინი და ანიმაციური ელემენტები მოხმარებას განსაკუთრებით მარტივს და სასიამოვნოს ხდის. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს mBank-ის შემდეგი ფუქცნიებით:
- მარტივი შესვლა - mBank-ში შესვლა შეგიძლიათ სწრაფად და უსაფრთხოდ, თქვენი თითის ანაბეჭდით ან ოთხ ციფრიანი პასკოდით.
- ჯამურად ხელმისაწვდომი თანხისა და ანგარიშების შემოწმება - აპლიკაციაში შესვლისთანავე მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას ჯამურად ხელმისაწვდომი თანხის, ანაგრიშების, საკრედიტო ბარათების, ანაბრების, სესხების, ფასიანი ქაღალდებისა და დაგროვილი ბონუსქულების შესახებ. აქვე შესაძლებელია, ანგარიშების ამონაწერის და ოპერაციების ისტორიის შემოწმება.
- მობილური პაკეტის შეძენა - მომხმარებელი მარტივად შეავსებს, როგორც მობილურ ბალანსს, ასევე პირდაპირ შეიძენს სასურველ მობილურ პაკეტს. მეტი მოხერხებულობისათვის, აპლიკაცია თავად გამოიძახებს მომხმარებლის ტელეფონის კონტაქტებს.
- ძიების ფუნქციონალი - mBank- ში, მომხმარებელი მოძებნის ნებისმიერ სიტყვას ფუნქციის, ოპერაციის, პროდუქტისა, თუ მომსახურების შესახებ და სწრაფად შეძლებს ოპერაციის შესრულებასა და გამეორებას.
- თემატური შაბლონები - მომხმარებელის მიერ სახლის კომუნალურისა და ავტომობილთან დაკავშირებული გადასახდელების პირველივე გადახდისთანავე mBank-ში შეიქმნება სახლის და მანქანის შაბლონები, სადაც თავს მოიყრის კომუნალური, პარკირებისა და საპატრულო ჯარიმების, გადასახდელები. თემატური შაბლონებით მომხმარებელი ერთი მოქმედებით დაფარავს ხარჯებს. ამასთან, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას პარკირების მომსახურების ვადის ამოწურვის შესახებაც.
- შეტყობინება მოახლოვებული გადახდების შესახებ - აპლიკაცის მთავარ გვერდზე თავმოყრილია შემახსენებელი ინფორმაცია უახლოესი გადახდების შესახებ.
- გადარიცხვები - აპლიკაციით მომხმარებელი მარტივად შეძლებს გადარიცხოს თანხა საკუთარ ანგარიშებს შორის, გადაურიცხოს თანხა სხვა პირს საქართველოში, ან განახორციელოს საბიუჯეტო გადარიცხვა.
- ვალუტის კონვერტაცია - mBank-ში მომხმარებელი მარტივად ნახავს მისთვის საინტერსო ვალუტის მიმდინარე კურსს, მისი ცვლილების დინამიკას და იქვე შეძლებს კოვერტაციას.
- ე.წ Swipe ოპერაციები - ერთი თითის გასმით, არის ხელმისაწვდომი მომხმარებლის ანგარიშის ნომრის მეგობრისთვის გაგზავნა, შესრულებული ოპერაციის გამორება და სხვა საჭირო ფუნქციები.
- ლოკაციები და ნავიგაცია - mBank-ში შესაძლებელია, მოიძიოთ ინფორმაცია უახლოესი ბანკომატის, გადახდის აპარატის და სერვისცენტრის განლაგების თუ სამუშაო საათების შესახებ.
- დისტანციური რეგისტრაცია - ის ვინც არ არის დარეგისტრირებული საქართველოს ბანკის დისტანციურ არხებში, მომხმარებლის შექმნას პირდაპირ mBank-დან შეძლებს. ამისათვის მხოლოდ ერთი საქართველოს ბანკის აქტიური ბარათია საჭირო. ასევე დისტანციურად, mBank-ით არის შესაძლებელი დავიწყებული პაროლის აღდგენა/განახლება.
- გადახდები რეგისტრაციის გარეშე - ახალი mBank-ით სარგებლობა შეუძლია მასაც ვინც ჯერ კიდევ არ არის საქართველოს ბანკის მომხმარებელი. ნებისმიერი ბანკის ბარათით, რეგისტრაციისა და შესვლის გარეშე შეავსებს მობილურ ბალანსს ან გადაიხადის კომუნალურ და სხვა გადასახადებს. მეტი მოხერხებულობისათვის შესაძლებელია, ბარათების დამახსოვრება და ფოტოების მიმაგრება. გადახდების ისტორიის, შაბლონების, დამახსოვრებული ბარათების, გადატანა ავტომატურად მოხდება ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებლის პროფილში.
ახალი mBank-ის ჩამოტვირთვა შესაძლებელია, სრულიად უფასოდ როგორც App Store-დან, ასევე Google Play Store -დან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.mbank.ge
პოლიტიკა
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
- ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ნათია მეზვრიშვილი
- კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? დაავიწყდათ? – ირაკლი ქადაგიშვილი პეტერ ფიშერზე
საზოგადოება
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
- საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მედალი გადაეცა
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა