საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი EBRD-ის მიერ წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 23.05.2017
ნანახია: 1313

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) ჯილდოს - „2016 წლის საუკეთესო პროექტი ენერგოეფექტურობის კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე. აღნიშნული ჯილდო, საქართველოს ბანკს ყოველწლიური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გადაეცა. საქართველოს ბანკის  მიერ დაფინანსებული პროექტი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით, განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ ჰიდროსადგურების, დადგმული სიმძლავრის გაზრდას ემსახურებოდა.

„EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (TFP) 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს დაშესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსებისმრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-მა დღემდე 18.500 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევროშეადგინა“, - აღნიშნულიასაქართველოს ბანკისინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე