კროსვორდებითა და გამოცანებით შესაძლებელია ტვინის 10 წლით გაახალგაზრდავება

საქართველო, თბილისი - 10:13 | 23.09.2015
ნანახია: 2922

აღნიშნულ აქტივობებს შეუძლია დემენციის განვითარების შეჩერება. ეს დაადასტურა კვლევამ, რომელიც 10 წლის მანძილზე წარმოებდა. თავის ტვინის კროსვორდებითა და გამოცანებით ტრენინგმა 2800 მოხალისისგან შემდგარი ჯგუფის სამ მეოთხედს უშველა. მონაწილეთა საშუალო ასაკი 74 წელი იყო.

მეცნიერები დიდი ხანია ლაპარაკობენ თავის ტვინის მუდმივი ტრენინგის აუცილებლობაზე ხანშიშესულ ასაკში. ამჟამად კი დადასტურდა, რამდენად ეფექტურია ისეთი უმნიშვნელო დატვირთვაც კი, როგორიცაა, მაგ., კროსვორდი.

კვლევის მონაწილეები ოთხ ჯგუფად გაყვეს. პირველ ჯგუფში ხდებოდა ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფისა და ფოკუსირების ტრენინგი, მეორეში _ მეხსიერების, მესამეში _ ლოგიკური აზროვნების, ხოლო მეოთხე ჯგუფი საკონტროლო იყო.

ტრენინგი 5-6 კვირა გრძელდებოდა. შემდეგ იყო დაკვირვების პერიოდი 10 წლის ხანგრძლივობით. დატრენინგებულთა დაახლოებით 60% აღნიშნავდა, რომ ისინი გაცილებით იოლად ართმევდნენ თავს ყოველდღიურ საქმეებს. საკონტროლო ჯგუფში ასეთი 49% იყო.

კვლევის ავტორი, ჯორჯ რებოკი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან, აღნიშნავს, რომ მონაწილეებში 10 წლის მერეც კი იყო შენარჩუნებული ტრენინგების პოზიტიური ეფექტი ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარისა და ლოგიკური აზროვნების მიხედვით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე