უკრაინის მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაცია 10 ივნისიდან ამოქმედდება

საქართველო, თბილისი - 17:29 | 22.05.2017
ნანახია: 1312

უკრაინის მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 10 ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში აქვეყნებენ. 

გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა. შესაბამისად, 11 ივნისიდან უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ, ევროკავშირის ქვეყნებში ( დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა) არაუმეტეს 90 დღის ვადით, ექვსი თვის განმავლობაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ.

უკრაინასა და შენგენის ზონის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 20 დღეში ამოქმედდება. მანამდე, უკრაინის პრემიერმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა 11 ივნისიდან შეეძლებათ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე