ქალები მაღალი ხელფასით იშვიათად განქორწინდებიან

საქართველო, თბილისი - 10:07 | 23.09.2015
ნანახია: 2663

სოციოლოგები ამტკიცებენ, რომ დედებს, რომლებიც მუშაობენ, მაღალი შანსი აქვთ, შეინარჩუნონ ოჯახი, თუკი ისინი მინიმუმ 20%-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი შვილების მამა.

კვლევებში, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, დაახლოებით 4000 ოჯახი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ, თუ დედა 20%-ით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მამა, მაშინ განქორწინების შანსი ქორწინებიდან 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად მცირდება _ დაახლოებით 80%-ით.

თუ წყვილი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, დედის მაღალი ხელფასის ზემოქმედების ეფექტი, სტაბილური ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნებაში კიდევ უფრო ძლიერადაა გამოხატული.

კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება თეორიას, რომლის თანახმადაც ოჯახის შენარჩუნების მეტი შანსი აქვს ქალს, რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს და უფრო განქორწინებისკენ იხრება, ვიდრე იმ ქალებს, ვინც ქმარზე ნაკლებს გამოიმუშავებენ.

ადრე ამტკიცებდნენ, რომ ქალი მაღალი ანაზღაურებით თავს დამოუკიდებლად გრძნობს, და ამ მიზეზით ოჯახის შენარჩუნებისთვის კომპრომისზე არ მიდის, რაც ძალიან ხშირად ოჯახის რღვევის მიზეზი ხდება.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 60%-ში ბავშვის დაბადების შემდეგ შემოსავლის სიდიდე მკვეთრად დაეცა: ხელფასის შენარჩუნება ადრე არსებულ დონეზე (20%-ით მაღლა, ვიდრე მეუღლეს) ხუთი წლის ასაკის ბავშვის ყოლის პირობებში ქალების 3,8%-მა შეძლო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე