მიგრანტები ევროკავშირის 28 ქვეყანაში გადანაწილდებიან

საქართველო, თბილისი - 09:57 | 23.09.2015
ნანახია: 2455

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სავალდებულო კვოტების მიღებაზე ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების გადანაწილებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის 28 ქვეყანამ 120 ათასი მიგრანტი უნდა მიიღოს.

შესაბამის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა დაეთანხმა.

იძულებითი კვოტების წინააღმდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი გამოვიდნენ.

მიღებული კვოტების თანახმად ევროკავშირი პირველ ეტაპზე 66 ათას ლტოლვილს გადაანაწილებს. კიდევ 54 ათასი ე.წ. რეზევის სახით დარჩება, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყანა თავისი მოქალაქეების განთავსების თხოვნით ევროკავშირს მიმართავს.

ევროკავშირში თავშესაფარი შეუძლია მოითხოვოს ნებისმირმა მიგრანტმა, რომელიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებს. თუმცა პრიორიტეტი სირიელ და ერაყელ მიგრანტებს ენიჭებათ.

თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა უარს იტყვის მიგრანტების მიღებაზე, დაეკისრება ჯარიმა, რომელიც მისი მშპ-ის 0,002 პროცენტს შეადგენს.

ლტოლვილების რაოდენობა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანამ უნდა მიიღოს, დამოკიდებულია ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მოსახლეობის რაოდენობასა და ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობაზე.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე