„ბათუმის ესტაკადას“ მშენებლობა იწყება

საქართველო, თბილისი - 18:57 | 10.05.2017
ნანახია: 1844

ბათუმში „ბათუმის ესტაკადას“ მშენებლობა იწყება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელის ბოლომდე „ბათუმის ესტაკადას“ მშენებლობა დაიწყება, რომლის ბიუჯეტიც 21 მლნ ლარია.

სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტი ჯერ კიდევ მუშავდება და მისი სრულყოფის შემდეგ, ესტაკადის მშენებლობისთვის შესაბამისი ტენდერი გამოცხადდება. წინასწარი გათვლებით, მშენებლობა 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და ამ მიზნით გამოყოფილი 21 მლნ ლარიდან უმეტესობა - 16 მლნ ლარი სწორედ 2018 წელს დაიხარჯება.

ესტაკადა 2-2 ზოლიანი იქნება. წინასწარი გათვლებით მისი სიგანე 18,3 მ-ს, ხოლო სიგრძე 0,9 კმ-ს გაუტოლდება. ესტაკადაზე ავტომობილების სავალი ნაწილის გარდა ველობილიკი და ტროტუარი განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის პორტის მიმდებარედ ესტაკადის აშენება ქალაქში მოძრაობას განტვირთავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე