ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:03 | 08.05.2017
ნანახია: 1193

8 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4370 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.14 თეთრი შეადგინა.                            

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6671 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6722 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6869 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1586 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 მაისიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე