ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:08 | 05.05.2017
ნანახია: 1134

5 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4384 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4399 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.15 თეთრი შეადგინა.                

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6722 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6671 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა. 

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6849 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1541 ლარი ეღირება.    




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე