ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 16:50 | 25.04.2017
ნანახია: 1235

25 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.4444 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4100 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  3.44 თეთრი შეადგინა.                            

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6590 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6161 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ  4.29 თეთრი შეადგინა.  

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6800 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.1330 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 26 აპრილიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე