თბილისში ყავის საწარმო გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 10:35 | 24.04.2017
ნანახია: 1253

24 აპრილს, 11.45 საათზე,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გახსნილ ყავის ახალ  საწარმოს ესტუმრებიან და მისსაქმიანობას ადგილზე გაეცნობიან (მის. თბილისი, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია,  მუხათგვერდის ქუჩა).

შპს „ბბ კომპანი“-მ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური დაინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტებით ისარგებლა (სესხი მოცულობა - USD 1.000.000; სააგენტოს თანადაფინანსება -USD 198.000) და თბილისში ყავის საწარმოშექმნა,  სადაც დაფქვილი დაფასოებული ყავა „მონდო“ იწარმოება. ინვესტიციის  ჯამურიმოცულობა 4.320.000 ლარს შეადგენს, ახალ საწარმოში 15 ადამიანი დასაქმდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე