გიორგი გახარიამ უნგრეთის მხარესთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი

საქართველო, თბილისი - 14:39 | 21.04.2017
ნანახია: 1185

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა.

დოკუმენტებს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა მიჰაი ვარგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მისი განცხადებით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მხარდაჭერით“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე