ლარის კურსი

საქართველო, თბილისი - 17:02 | 18.04.2017
ნანახია: 1244

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3824 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3824 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3896 ლარი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.5404 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5418 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

დღესვე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 9 750 000 აშშ დოლარი შეისყიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე