თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი რეკორდულია

საქართველო, თბილისი - 18:00 | 07.04.2017
ნანახია: 1269

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი რეკორდულია. წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის მთავარმა აეროპორტმა 528 ათას  145 მგზავრს უმასპინძლა, ზრდა 41%-ია.  2016 წლის სამ თვეში კი ეს მონაცემი მხოლოდ 373 ათას 812 მგზავრს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-მარტში 2015 წლის იანვარ-მარტთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 71,52%-ითაა გაზრდილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე