შემუშავებულია გუდაური-კობის გენერალური გეგმა და კიდევ ოთხი კურორტის ამჟამად მუშავდება

საქართველო, თბილისი - 13:25 | 05.04.2017
ნანახია: 1293

მომზადებულია გუდაური-კობის გენერალური გეგმა; ხოლო კიდევ ოთხი კურორტის - ბაკურიანის, თუშეთის, მესტისა და ბახმაროს გენერალური გეგმები ამჟამად მუშავდება, -განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში იმართება.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველოს მთის კურორტები ზამთარ-ზაფხულ დატვირთული იყოს და მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ჰქონდეთ ლაშქრობებში,  გასართობ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენმა შრომამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი და დღეს ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს - ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე 49%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო  შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში. ამ მიზნით, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ გამართული მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად და ყველა პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე