ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:56 | 03.04.2017
ნანახია: 1218

3 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.4313 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.41 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.5954 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5959 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6686 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0438 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 აპრილიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე