ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:03 | 31.03.2017
ნანახია: 1294

31 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4313 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4452 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.39 თეთრი შეადგინა.                                      

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.5959 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6266 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.07 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6676 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.0270 ლარი ეღირება.                                          

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1 აპრილიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე