თელავში დღეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 09:37 | 30.03.2017
ნანახია: 1292

თელავში დღეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართება

ფორუმზე, რომლის ორგანიზატორი ENPARD-ი და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, მოისმენენ დარგში თვითდასაქმებულ წვრილი მევენახეების პრობლემებს, გაიმართება დისკუსია თუ როგორ უნდა მოხდეს წვრილი მეწარმეების მხარდაჭერა. 

როგორც ცნობილია, ხელისუფლება მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარებს. ამ დარგში დღეისათვის თითქმის 50,000 წვრილი (საშუალოდ 0,5 ჰა) საოჯახო ფერმერული მეურნეობა არის თვითდასაქმებული და მათი უდიდესი უმრავლესობისთვის ყურძნის წარმოება შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე