ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 27.03.2017
ნანახია: 1188

27 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4455 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4513 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.58 თეთრი შეადგინა.                              

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6573 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6484 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.89 თეთრი შეადგინა.   

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6796 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0794 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 მარტიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე