ჩინეთი 130-ზე მეტი ახალი აეროპორტის მშენებლობას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 11:45 | 22.03.2017
ნანახია: 1205

2025 წლისთვის ჩინეთი 136 ახალი აეროპორტის მშენებლობას გეგმავს, წერს China Daily. საუბარია არამხოლოდ საერთაშორისო აეროპორტების მშენებლობაზე ასევე რეგიონალურ სატრანსპორტო ჰაბების შექმნაზე.

2015 წლის ბოლოსთვის ჩინეთში 207 აეროპორტი იყო რეგისტრირებული. დაგეგმილია, რომ 2020 წლისთვის მათი რაოდენობა 260 აეროპორტამდე გაიზრდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ჩინეთის აეროპორტებით 1,5 მლრდ მგზავრი, ხოლო 2025 წლისთვის 2,2 მლრდ მგზავრი ისარგებლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე