თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ.მ-ზე მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება
საქართველო, თბილისი - 10:52 | 17.03.2017 ნანახია: 1276თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ. მეტრის ფართობზე მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება, რომელსაც ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, თვითმფრინავის 5 ახალი სადგომი, F კოდის თვითმფრინავებისთვის გათვლილი, 105 მეტრის სიგრძის ბარგის ე.წ. „კარუსელი“ და 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი ექნება. ტერმინალის მშენებლობის პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. გიორგი გახარიამ მშენებარე ტერმინალი მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან, ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების,“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, „საქაერონავიგაციისა“ და „ტავ ურბან ჯორჯიას“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
მოფრენის ახალ ტერმინალს კომპანია „ტავ ჯორჯია“ აშენებს, რისთვისაც 33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო. ტერმინალის მშენებლობაზე ამჟამად 500 ადამიანია დასაქმებული. მოფრენის ახალი ტერმინალის დასრულება 2017 წლის სექტემბერში იგეგმება, თუმცა, როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, შესაძლოა მშენებლობა უფრო ადრე - 2017 წლის ივნისში დასრულდეს.
„ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება და აეროპორტი - ეს არის ჩვენს ქვეყანასთან ტურისტის პირველი შეხება. აქ სერვისების ხარისხს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჭირო გახდა დამატებითი ტერმინალის აშენება, რაც 12 000 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. აქ გადმოვა ტექნოლოგიების გარკვეული ნაწილი და ვფიქრობ, ჩამოსულ მგზავრებს ბევრად უფრო მაღალი დონის სერვისს მივაწოდებთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში ექნება ჩასხდომის 5 ხიდი და 6 „Bus Gate“. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ორივე ტერმინალი წელიწადში 3. 500 000 -ზე მეტ მგზავრს მოემსახურება.
„ვფიქრობთ, რომ 2017 წლის ივნისისთვის შევძლებთ ტერმინალის დასრულებას და უკვე გვექნება საშუალება მოვემსახუროთ 3,5 მლნ, მგზავრს. ახალი ტერმინალი მათ მისცემთ საშუალებას, იმგზავრონ უფრო კომფორტულად, გაჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები და გაიზარდოს სიხშირეები. მოფრენის ახალი ტერმინალი შედგება როგორც სერვის-შენობისგან, ისე ძირითადი შენობისგან, რომელიც არის სამსართულიანი. აქედან ერთი სართული მოემსახურება გაფრენა-მოფრენას, ხოლო დანარჩენი ორი სართული მოემსახურება მოფრენას“ - აღნიშნა „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
- ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ნათია მეზვრიშვილი
- კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? დაავიწყდათ? – ირაკლი ქადაგიშვილი პეტერ ფიშერზე
საზოგადოება
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
- საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მედალი გადაეცა
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა