ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 14.03.2017
ნანახია: 1220

14 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4854 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.98 თეთრი შეადგინა.                              

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6440 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6735 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.95 თეთრი შეადგინა.   

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6630 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.0138 ლარი ეღირება.                                                           

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 მარტიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე