სლოვაკი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველო, თბილისი - 14:38 | 07.03.2017
ნანახია: 1364

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების მხარდაჭერით სლოვაკეთის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულეს.

6 დღის განმავლობაში ინფოტურის 8 მონაწილე სიღნაღს, ყვარელს, ბორჯომს, თბილისსა და მცხეთას ეწვია. პრესტურის ფარგლებში სტუმრებმა რეგიონებში არსებული ობიექტები და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, სლოვაკ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე