„ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ 2017 წელს კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 13:33 | 28.02.2017
ნანახია: 1409

2017 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონის განმავლობაში CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში ქართულ-უცხოური კულტურული ღონისძიებების გამართვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

ინტერესთა გამოხატვის საშუალებით შეირჩევა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც  ივნისი-სექტემბრის განმავლობაში „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

დღეიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში  დაინტერესებულ მხარეს  შეეძლება წარმოადგინოს  წინადადებები, თუ რომელი ან რამდენი მუსიკალური, ქორეოგრაფიული თუ სხვა სახის კულტურული ღონისძიების ორგანიზება შეუძლია.

კონკურსში მონაწილე სუბიექტების განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგში მოღვაწე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა, რეპუტაცია და გამოცდილება აქვთ.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბოლო ორი წლის განმავლობაში  საქართველოში კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და  განხორციელების გამოცდილება.

დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ  „ბლექ სი არენას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე  www.bsa.com.ge და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://procurement.gov.ge/.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე