„აზერბაიჯანის რკინიგზა“ ბაქო-თბილისის მიმართულებით ბილეთებს აიაფებს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 23.02.2017
ნანახია: 1597

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ 1-ელი აპრილიდან ბაქო-თბილისის მიმართულებით ბილეთებს აიაფებს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ჩქაროსნული № 38/37 მატარებლის ბილეთები გაიაფდება, რაც აზერბაიჯანული მანათის შვეიცარიულ ფრანკთან კურსის ცვლილებას უკავშირდება.

დღეისათვის ბაქო-თბილისის მიმართულებით მატარებლის ღირებულება (ყოველგვარი მოსაკრებლის ჩათვლით) პლაცკარტის შემთხვევაში 30,16 აზერბაიჯანულს მანათს (17,44 CHF) შეადგენს. კუპირებულ ვაგონში კი ბილეთის ფასი 44,50 მანათია (25,73 CHF), საძინებელ ვაგონში კი ბილეთის ფასი 83,77 მანათი (48,44 CHF).

1-ელი აპრილის შემდეგ კი ტარიფები ასეთი იქნება: პლაცკარტის შემთხვევაში 24,54 მანათი (14,19 CHF), კუპირებულ ვაგონში - 35,32 მანათი (20,43 CHF), ხოლო საძინებელ ვაგონში - 58,43 მანათი (33,79 CHF).

სებ-ის მონაცემებით, 23 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აზერბაიჯანული მანათის ღირებულება 1.4521 ლარია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე