საქართველო ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საქართველო, თბილისი - 16:28 | 16.02.2017
ნანახია: 1406

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივის საერთაშორისოტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში "IMTM 2017" მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოსსტენდზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტული გამოფენისდამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას და დაეგემოვნებინათ ქართულიღვინო. გამოფენის სტუმრებისათვის მოეწყო სპეციალური პრეზენტაცია და საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება. გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. "IMTM 2017" ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი გამოფენაა.

თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაშიმსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 20 ათასზე მეტი ვიზიტორიესტუმრა. ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა.

სტატისტიკური მონაცემებით: 2017 წლის იანვარშიისრაელიდან საქართველოს 1703 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83.3%-ითმეტია. 2016 წელს ისრაელიდან საქართველოს 92213 ვიზიტორი ეწვია, რაც 55%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე