საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდაჭერისთვის 100,000 აშშ დოლარი გამოყო

საქართველო, თბილისი - 14:04 | 16.02.2017
ნანახია: 1285

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს ბანკის ფონდის, „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მხარადჭერისთვის 100,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს. ხსენებული თანხა მოხმარდება საქართველოში არსებული 10 დაცული ტერიტორიის: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის და ფშავ-ხევსურეთის, მოვლასა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.

გარემოს დაცვაზე ზრუნვა საქართველოს ბანკის ერთერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, 2008 წლიდან დღემდე, ბანკი გარემოს დაცვით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ბანკი „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) რამდენიმე წელია თანამშრომლობს და 2017 წელს გამოყოფილი დაფინანსების ჩათვლით, ჯამში 500,000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა აქვს გაწეული დაცული ტერიტორიების მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე