ლარი ისევ გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:58 | 14.02.2017
ნანახია: 1334

დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6467 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6288 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის  ცვლილებამ ეროვნული ვალუტის მიმართ 0.0179 ლარი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც და 2.8100 ლარი გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7957 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე