ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:23 | 13.02.2017
ნანახია: 1272

13 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.6288 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  0.65 ლარი შეადგინა.                 

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7957 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7907 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.50 ლარი შეადგინა.      

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7120 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2892 ლარი ეღირება.                                                         

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 თებერვალიდან  შევა ძალაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე