ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში Balttour 2017 მიიღო მონაწილეობა

საქართველო, თბილისი - 16:14 | 09.02.2017
ნანახია: 1290

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში Balttour 2017 მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე  შემდეგი კომპანიები: „თრეველ ვორლდი", „ჯორჯია თრეველ არესპი", „ტყემალი ტურსი" და „მიმინო თრეველი".

რიგის რიგით 24-ე საერთაშორისო გამოფენის სტუმრები საქართველოს ზაფხულის კურორტებით, მოგზაურობის ფასებით და პირდაპირი ფრენების შესაძლებლობით დაინტერესდნენ.

Balttour 2017-ზე მსოფლიოს 41 სახელმწიფოდან 850 ტურისტული კომპანია იყო წაროდგენილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე