ჯი-ემ-პი მედიკამენტებისა წარმოებას გერმანიაში განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 12:44 | 09.02.2017
ნანახია: 1357

“ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს. ამ მიზნით „ჯი-ემ-პიმ“ ახალი ხელშეკრულება გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ გააფორმა. „ომესამი“, იგივე თევზის ქონი თავისი ბრენდული დასახელებით, დამზადების სრულ ციკლს გერმანიაში გადის და საქართველოში საბოლოო პროდუქტის სახით ჩამოდის.

„გერმანულ კომპანია „ველტ ფარმასთან“ უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ და რამდენიმე მედიკამენტს მათთან ერთობლივად ვაწარმოებთ - აცხადებენ „ჯი-ემ-პი-ში“.

წარმოების მოცულობით, „ველტ ფარმა“  ერთ-ერთი წამყვანი  კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. “ჯი-ემ-პი“ „ველტ ფარმასთან“ ერთად გერმანიაში ნიამარინს, შუგანორმსა და რეგენიუმის სუსპენზიას აწარმოებს.

"ჯი-ემ-პი" 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც  დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების  პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და  მის  ფარგლებს გარეთ. აქედან 100-ზე მეტ დასახელების  მედიკამენტს  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანაში ყიდის და მისი ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. საქართველოში "ჯი-ემ-პის" პროდუქტები პოპულარული  მისი ხარისხისა და  ფასის გამო  გახდა. "ჯი-ემ-პი" პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე