პირველად საქართველოში ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ის გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:00 | 08.02.2017
ნანახია: 1591

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისინიცატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,პირველად საქართველოში ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ის გაიმართება.  

პირველი კვირეული კახეთში ჩატარდება და ფასდაკლება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

Discount Week წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებითსარგებლობას. პროექტის მიზანია, არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმისწახალისება. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში. ფასდაკლების კვირეულშიმონაწილეობისთვის, წესების და პირობების გასაცნობად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.  www.gnta.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე