ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:52 | 03.02.2017
ნანახია: 1425

3 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.6816 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7052 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში  2.36 ლარი შეადგინა.                 

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8806 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9243 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.37 ლარი შეადგინა.      

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.7160 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.3493 ლარი ეღირება.                                                           

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 თებერვალიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე