დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციას ხვდება

საქართველო, თბილისი - 17:37 | 02.02.2017
ნანახია: 1330

ფინანსთა სამინისტროში მიმდინარეობს შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელის გაბრიელ გოდარდს შორის. შეხვედრის მთავარი თემაა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები საქართველოში.

მსოფლიო ბანკი საქართველოში სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერას ახორციელებს, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ნაწილია. მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებს შორისაა, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე