2016 წელს აზერბაიჯანში ქართველი ტურისტების რაოდენობა 22,5%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 02.02.2017
ნანახია: 1435

2016 წელს აზერბაიჯანში ქართველი ტურისტების რაოდენობა 22,5%-ით გაიზარდა. ტურისტული ნაკადის რიცხოვნების მხრივ საქართველო აზერბაიჯანის უცხოელ ტურისტთა“ ტოპ-3“-ში მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს კი რუსი ტურისტები იკავებენ

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს აზერბაიოჯანში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 11,7%-ით გაიზარდა და მათმა რიცხვმა 2 მლნ. 242,783 ათასი ტურისტი შეადგინა.

როგორც აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში განმარტავენ, აზერბაიჯანში ჩასული ყველაზე მეტი უხცოელი ტურისტების რაოდენობა რუსეთიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და ირანიდან  ფიქსირდება,  რომელთა რაოდენობაც  2016 წელს 2015 წელთან შედარებით გაზრდილია შესაბამისად: 33%-ით, 22,5%-ით, 13,9%-ითა და 10,9%-ით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე