ბიძინა ივანიშვილმა $112 მლნ დოლარის ღირებულების ნახატები გაყიდა (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 19:23 | 27.01.2017
ნანახია: 2640

2016 წლის მანძილზე ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა $112 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები გაყიდა. მათ შორის პიკასოს, ფრენსის ბეკონის და ლუსიან ფროიდის ნახატებიცაა. ამ ინფორმაციას რუსული ფორბსი ავრცელებს.

პიკასოს კაცი ჩიბუხით

 

კაცი ჩიბუხით - პაბლო პიკასო, ივანიშვილის ბიზნესცენტრში ფოტო: forbes.ru
  • გაიყიდა- $18,4 მილიონად
  • შეძენილი იყო - $11,8 მილიონად 2007 წელს

პაბლო პიკასოს კაცი ჩიბუხით ივანიშვილმა 2007 წელს 11.8 მილიონად შეიძინა, ტილო (უფრო სწორედ მისი ასლი) წლების მანძილზე ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში ინახებოდა.

უილემ დე კუნინგის "უსახელო XXV" 

 

ივანიშვილი და უილიამ დე კუნინგის ტილო ფოტო: nyoobserver.com
  • გაიყიდა - 66,3 მილიონად
  • შეძენილი იყო - $27,1 მილიონად 2006 წელს

კრისტის აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი უილიამ დე კუნინგის ტილო უსახელო XXV $66,3 მილიონად გაიყიდა. ტილო წინასწარ შეფასებულ ღირებულებასთან - $40 მილიონთან, შედარებით $26,3 მილიონით ძვირად, ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. 

ლუსიან ფროიდი და ფრენსის ბეკონი

 

ლუსიან ფროიდი - იბი და მისი ქმარი მარცხნივ, ფრენსის ბეკონი მარჯვნივ ფოტო: forbes.ru
  • ლუსიან ფროიდის ტილო იბი და მისი მეუღლე გაიყიდა - $24 მილიონად
  • ფრენსის ბეკონის ტილო - lying Figure with Hypodermic Syringe გაიყიდა $27.1 მილიონად, აღნიშნული ტილო ივანიშვილმა 2006-ში $15 მილიონად შეიძინა.

"მთელი რუსეთი მე დავსვი მაგაზე, ხელოვნებაზე მე გადავიყვანე”, - ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული ხელოვნების ნიმუშების ყველაზე დიდი კერძო კოლექციის მფლობელია. დაზუსტებული ინფორმაცია ამ კოლექციის ღირებულების შესახებ არ არსებობს, თუმცა მისი მოცულობა მინიმუმ $900 მილიონი უნდა იყოს. ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში კი ვერცერთ ნახატსა თუ ქანდაკებას ვერ იპოვით, რადგანაც სავარაუდოდ ეს ქონება არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის პანამურ ოფშორებს ან მის მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა კომპანიებს ეკუთვნით. ივანიშვილს ხელოვნების ნიმუშების ნაწილი სოლოლაკის ბიზნესცენტრში აქვს გამოფენილი, თუმცა აქ ნახატების ასლებია, ორიგინალები კი ლონდონში საცავშია შენახული. 

ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში 2006 წელს $95 მილიონად შეძენილი პიკასოს დორა მაარი კატით შედის, ეს იმ დროისთვის ხელოვნების ნიმუშში გადახდილი უმსხვილესი თანხა იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე