Turkish Airlines-მა 26 იანვარს თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გააუქმა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 26.01.2017
ნანახია: 1440

მეტეოროლოგიური პირობების გამო, 26 იანვარს თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი თბილისის მიმართულებით რეისებს აუქმებს.

როგორც „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, გაუქმდა 10:50 საათზე (ჩამოფრენა) და 11:45 საათზე (გაფრენა)  დაგეგმილი რეისები. ასევე გაუქმებულია 17:15 საათზე (ჩამოფრენა) და 18:10 საათზე (გაფრენა) დაგეგმილი რეისებიც.

თურქული მედიის ინფორმაციით კი Turkish Airlines-მა (THY) გააქმა 26-27 იანვარს დაგეგმილი 327 რეისი. საუბარია როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო რეისებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე