2018 წელს გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
საქართველო, თბილისი - 14:48 | 25.01.2017 ნანახია: 1275თბილისში Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ჯენკინსი იმყოფება, რომელიც კომპანია „რედ-კოს“ წამომადგენლებთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ქეთევან ბოჭორიშვილს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მთის კურორტების საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო ახალი გუდაურის განვითარებასაც. ქეთევან ბოჭორიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის ინიცირებით გუდაურში განხორციელდა.
„Carlson Rezidor “-ის ჯგუფი საქართველოში აქტიურად არის წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდების მეშვეობით. მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე ახალ მიმართულებებს ირჩევს და აფართოებს ქსელს არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც. კომპანიას უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული გუდაურში მართოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ეს კიდევ ერთხელ პირდაპირ მიუთითებს ჩვენს სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ასევე ტურიზმის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის „რედისონი“ საქართველოს რეგიონებით ინტერესდებიან, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ცნობადობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, გაუმჯობესდება სერვისების მიწოდება და ხარისხი და გაიზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ სტუმრები გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად კურორტს, ,,რედ-კოს“ მიერ უკვე აშენებულ და ოპერირებაში მყოფ აპარტოტელებსა და ახალი სასტუმროს „Radisson Blu Gudauri“-ს სამშენებლო ტერიტორიას დაათვალიერებენ. Carlson Rezidor Hotel Group და კომპანია „რედ-კო“ „Radisson Blu Gudauri“-ს გახსნას 2018 წელს გეგმავენ. როგორც „რედ-კოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.
პოლიტიკა
- ჩვენ უკან დგას ხალხი - შალვა პაპუაშვილი
- მუქარის შემცველი შეტყობინებები, საცხოვრებელ სახლებთან შეურაცხმყოფელი წარწერები და აქციები, მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო დაუღალავად ვიმუშაოთ - გიორგი კალანდარიშვილი
- ცესკო, პროკურატურა და სასამართლო ორგანიზებულად ცდილობენ გადამწყვეტი მტკიცებულებების განადგურებას - ნათია მეზვრიშვილი
- კარგად გაიხსენონ, როგორი იყო საქართველოს როლი ავღანეთში ომის დროს, საქართველომ ავღანეთში გერმანელებზე ნაკლები როლი შეასრულა? დაავიწყდათ? – ირაკლი ქადაგიშვილი პეტერ ფიშერზე
საზოგადოება
- 30 წელი სიყვარულით - „ავერსი“!
- იძებნებიან აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები - სეს-ი
- „ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
- საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მედალი გადაეცა
სამართალი
- პროკურატურის ცნობით, არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება 47 საქმეზე მიმდინარეობს
- პოლიციამ სადახლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
- თბილისში მომხდარ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
- წალენჯიხაში ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
მსოფლიო
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
- გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება
- ეჭვიც არ მეპარება, რომ კამალა ჰარისი გააგრძელებს ბრძოლას მიზანდასახულობითა და მონდომებით, ის გააგრძელებს, იყოს ჩემპიონი ყველა ამერიკელისთვის - ჯო ბაიდენი
- როდესაც არჩევნებს ვაგებთ, ჩვენ ვაღიარებთ შედეგებს, ეს პრინციპი განასხვავებს დემოკრატიას ტირანიისგან - კამალა ჰარისი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „არ მოატყუო ზამთარი“ და შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“
- „მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე
- შეამოწმე და შეცვალე აკუმულატორი ზამთრისთვის - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა