საქართველოს ბანკმა მეშვიდეთ მიიღო Global Finance-ის ჯილდო - „საქართველოში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“

საქართველო, თბილისი - 12:41 | 23.01.2017
ნანახია: 1363

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, Global Finance-ის მხრიდან მეშვიდედ დასახელდა - საუკეთესო ბანკად ვაჭრობის ფინანსირების კუთხით, საქართველოში. ხსენებული ჯილდო გაიცა Global Finance–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო ბანკების დაჯილდოების“ ფარგლებში. საქართველოს ბანკს ჯილდო გადაეცა, ისეთი კრიტერიუმების წარმატებით დაკმაყოფილებაში, როგორიც არის: ვაჭრობის დაფინანსების ოპერაციების წარმოების საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და გარიგებების მოცულობა.

კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის გამოცემა 1987 წელს დაფუძნდა და 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე