თურქეთში კოსმეტიკის ბაზარი 30-40%-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 23.01.2017
ნანახია: 1340

კომპანია Tekin Acar Cosmetics-ის ხელმძღვანელის ტეკინ ადჯარის განმარტებით, გლობალური კრიზისი შეეხო არამხოლოდ კოსმეტიკის სეგმენტს, რითეილის სხვა სეგმენტებსაც.

„ასეთ რთულ ვითარებაში ჯერ არასოდეს ვყოფილვართ. ჩვენ ისიც კი არ ვიცით თუ რა ვითარება იქნება სამომავლოდაც. არც ერთი ინვესტორი ფულს არ ჩადებს ქვეყანაში, სადაც ყველაფერი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს. მე ვსაუბრობ არამხოლოდ ვალუტის დევალვაციაზე, ასევე იჯარის მაღალ ფასზეც“ აღნიშნ ადჯარმა, რომელიც ასევე არის მაღაზიების მფლობელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მისი განმარტებით, ბევრი რითეილერი კონკურენციას ვერ უძლებს და ბაზარს ტოვებს. ადჯარი აცხადებს, რომ თურქული ბაზრიდან გადის ისეთი გიგანტი საერთაშორისო კომპანია, როგორიცაა Douglas-ი. რაც შეეხება Tekin Acar Cosmetics-ს მაღაზიებს ერთმანეთის მიყოლებით ხურავს. ადჯარი აცხადებს, რომ ლირის გაუფასურების გამო თურქეთის კოსმეტიკის ბაზარი 30-40%-ით შემცირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე