ფინანსთა სამინისტროსა და ISET-ს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 17.01.2017
ნანახია: 1249

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ლივნიმ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, გათვალისწინებულია თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების, კვლევებისა და ტრენინგების ორგანიზებაში, აგრეთვე სტატიებისა და პუბლიკაციების მომზადებაში, საჯარო ლექციებისა და დისკუსიების ჩატარებაში. გარდა ამისა, დაგეგმილია, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში თბილისის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტების პრაქტიკის გავლის შემთხვევები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე