ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:58 | 16.01.2017
ნანახია: 1311

16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7084 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,  2.7211 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.27 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8695 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი   2.8961  ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.66 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.7189 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი  და 3.2666 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 იანვრიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე