„ელიტ ელექტრონიქსმა“ 2016 წელი 15%-მდე ზრდით და წლის ბრენდის სტატუსით დახურა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 16.01.2017
ნანახია: 1245

2016 წელი „ელიტ ელექტრონიქსისთვის" წარმატებული წელი იყო როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით. კომპანიამ გასულ წელს 15%-მდე ზრდა დააფიქსირა საცალო გაყიდვების მიმართულებით 2015 წელთან მიმართებაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდები იყო ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიების მიმართულებით: მობილურ ტელეფონებში 30%-მდე, ხოლო მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით 20%-მდე ზრდა დაფიქსირდა. ასევე მომგებიანობის კუთხით კომპანიამ ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.

გასულ წელს „ელიტ ელექტრონიქსი“ დასახელდა წლის ბრენდად. 2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინანტების სია და გამოკითხვის ანკეტა, სულ საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო-კვლევითი ჯგუფის GCG-ის მიერ გამოიკითხა 2157 რესპონდენტი, რომელთა უმრავლესობამ კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“  2016 წლის საუკეთესო ბრენდად დაასახელეს.

„ელიტ ელექტრონიქსმა“ 2016 წელს 3 ახალი მაღაზია გახსნა,  ერთერთი მათგანი კი დასავლეთ საქართველოში ტექნიკის ყველაზე დიდი მაღაზიაა, რომელიც ქალაქ ბათუმში მდებარეობს. „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს უნიკალური კონცეფციის მაღაზიებს სთავაზობს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო მეტად კომფორტულ სივრცეში შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ტექნიკა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ პირველი მულტიბრენდული ტექნიკის მაღაზიათა ქსელია საქართველოში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების  შოურუმები, როგორებიც გახლავთ: Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovo და სხვა. „ელიტ ელექტრონიქსი“ გახლავთ Samsung-ის და Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ს ექსკლუზიური და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში.

„ელიტ ელექტრონიქსი“ წლის განმავლობაში მასშტაბური აქტივობებით და კამპანიებით გამოირჩეოდა. კომპანიის  TOM ცნობადობა ტექნიკის ბაზარზე უფრო მეტად გაიზარდა. ასევე შეგახსენებთ  „ელიტ ელექტრონიქსი“ კვლევის მიხედვით იკავებს საქართველოს ტექნიკის  ბაზრის ლიდერის პოზიციას და უჭირავს საცალო ბაზრის 43%-მდე წილი.

„ელიტ ელექტრონიქსი“ დღესდღეობით საქართველოში ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელით არის წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქცია, ფართო და მუდმივად  განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის  შემდგომი საუკეთესო მომსახურება, შეძენილი ნივთების ადგილზე მიტანა-მონტაჟი და მომსახურების  მაღალი სტანდარტი - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს  საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე